TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი

ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში. "AACC" უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის: ** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა; ** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა; ** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა; ** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება. კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, და სხვა. დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/ "AACC"-ის გუნდში ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე გუნდის ახალ წევრს ვეძებთ! რას გთავაზობთ? ** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ); ** სამუშაო ადგილი: თბილისი. ** ანაზღაურება: 1800-1900 ლარი (NET) . ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვა; ** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი; ** საბალანსო ანგარიშებისა და მათი ნაშთების კონტროლი; ** მარკეტინგული მომსახურებების დაანგარიშება - კონტროლი; ** ქეშბექების დაანგარიშება; მოთხოვნები, მოლოდინები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტრული/ფინანსური ან/და ეკონომიკური მიმართულებით; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის: ** კომუნიკაბელურობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი". აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით გისურვებთ წარმატებას!