ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
Job description
" მწვანე სკოლის " ტყის კამპუსი აცხადებს ვაკანსიას V-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე. თუ გსურთ, იმუშაოთ თანამედროვე, ინოვაციურ და ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საგანმანათლებლო გარემოში, სადაც სწავლება ეფუძნება კვლევას, გამოცდილებით სწავლასა და მოსწავლის ინტერესების განვითარებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ** V-VI კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; ** მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; ** ექსპერიმენტების, პრაქტიკული აქტივობებისა და პროექტების ორგანიზება; ** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა; ** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ** ბუნებისმეტყველების სწავლების გამოცდილება (სასურველია); ** თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კვლევითი და პრაქტიკული სწავლებისადმი ინტერესისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** თანამედროვე და ეკომეგობრულ სასწავლო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს; ** მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო ადგილი: მწვანე სკოლის ტყის კამპუსი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] . გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. მწვანე სკოლის ტყის კამპუსი ქმნის გარემოს, სადაც ბუნება სწავლების ნაწილია, ხოლო თითოეული მოსწავლე — კვლევის, აღმოჩენისა და განვითარების აქტიური მონაწილე.