TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინერი

ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინერი

One Point Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 23, 2026

Job description

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი საერთაშორისო წარმოების კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინრის (Filling & Packaging Engineer) პოზიციაზე. ინდუსტრია: FMCG / სასმელების წარმოება სამუშაო ადგილი: ნატახტარი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი ანგარიშვალდებულება: ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების სუპერვაიზერთან დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო წარმოების სექტორის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის წარმოებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და უწყვეტ გაუმჯობესებაზე. პოზიციის შესახებ: ვეძებთ ტექნიკურად ძლიერ, პასუხისმგებლიან და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოსასხმელი და შესაფუთი დანადგარების გამართულ მუშაობას, ტექნიკური პროცესების ეფექტიან მართვასა და საწარმოო ხაზების უწყვეტ ფუნქციონირებას. პოზიციის მთავარი მისიაა ჩამოსასხმელი და შესაფუთი დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურების პროცესების დაგეგმვა და განხორციელება, საწარმოო ხაზების ეფექტიანობის გაუმჯობესება და წარმოების უწყვეტობის მხარდაჭერა. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ჩამოსასხმელი და შესაფუთი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ** პრევენციული და კორექტიული ტექნიკური მომსახურების (Maintenance) დაგეგმვა და განხორციელება, დანადგარების გაჩერების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ** დანადგარების ეფექტიანობის, გაჩერებებისა და დანაკარგების ანალიზი და საწარმოო ხაზის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ინიციატივების განხორციელება ** სხვადასხვა ფორმატის (ბოთლი, ქილა, კეგი) წარმოებისთვის დანადგარების გამართვის, რეგულირებისა და კალიბრაციის უზრუნველყოფა ** ტექნიკური გაუმართაობებისა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ძირეული მიზეზების ანალიზში მონაწილეობა და მუდმივი მაკორექტირებელი ღონისძიებების დანერგვა ** ტექნიკური მომსახურებისა და წარმოების გუნდებთან კოორდინაცია ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად აღმოსაფხვრელად ** ოპერატორების გადამზადება დანადგარების სწორი ექსპლუატაციის, საბაზისო ტექნიკური მომსახურებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით ** ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება წარმოების დანაკარგებისა და ხარისხობრივი გადახრების თავიდან ასაცილებლად ** ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო კრიტიკული სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Upper-Intermediate დონეზე ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება Supply Chain-ის მიმართულებით სასმელების ინდუსტრიაში ** ჩამოსასხმელი და შესაფუთი პროცესებისა და შესაბამისი დანადგარების ცოდნა ** ტექნიკური მომსახურების (Maintenance) პროცესების ცოდნა ** ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციურ მიმართულებებს შორის პროცესების ურთიერთკავშირის (Cross-functional Processes) გააზრება ** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%-იანი დაფარვა) ** კვება ** ტრანსპორტირება ** კომპანიის პროდუქციის ყოველთვიური სასაჩუქრე პაკეტი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია "One Point:-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.