Content Manager / Account Manager
Job description
Content Manager / Account Manager @MARTIVI DIGITAL MARTIVI CONSULTING არის მარკეტინგული, გაყიდვების და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ასევე აქვს საკუთარი ციფრული რეკლამის სააგენტო, MARTIVI DIGITAL. ჩვენი საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ბიზნეს კონსალტინგი : მარკეტინგული სტრატეგია და მარკეტინგული კონსალტინგი, გაყიდვების კონსალტინგი და ბიზნესის განვითარება. პრაქტიკაში, როდესაც კომპანიას არ ჰყავს საკუთარი მარკეტინგის გუნდი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვასრულებთ მათი მარკეტინგის გუნდის ფუნქციებს. 2. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია (CAIB) : ჩვენი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „კომპანიის ტვინი“, რომელიც კლიენტის ბიზნესის ნებისმიერ დეპარტამენტში ინტეგრირდება და AI ავტომატიზაციისა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების დახმარებით ზრდის გუნდებისა და პროცესების ეფექტურობას, მოგებას და ამცირებს ხარჯებს. 3. MARTIVI DIGITAL (ციფრული სარეკლამო სააგენტო) : რეკლამის სრული ციკლით შექმნა და განთავსება, კონტენტის წარმოება, ვებსაიტების შემუშავება და ვიდეო პროდაქშენი. ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული გუნდი. თქვენ უშუალოდ იმუშავებთ ჩვენს წამყვან კონსულტანტთან და გამოცდილ გუნდთან ერთად და სწრაფად განვითარდებით პროფესიულად. პოზიციის შესახებ Content Manager / Account Manager არის ცენტრალური რგოლი ჩვენს კლიენტებსა და კრეატიულ გუნდს შორის. თქვენ გექნებათ კომუნიკაცია კლიენტებთან, მიიღებთ მათგან ბრიფებს, მოახდენთ შიდა კრეატიული გუნდის კოორდინაციას და უხელმძღვანელებთ კონტენტის შექმნის პროცესს. თქვენ უშუალოდ Creative Director-ის წინაშე იქნებით ანგარიშვალდებული, რომელიც განსაზღვრავს მთავარ კრეატიულ მიმართულებას. ამ მიმართულების საფუძველზე, თქვენ უხელმძღვანელებთ გუნდს, რათა დროულად შეიქმნას მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი კონტენტი, მოხდეს მისი შეთანხმება კლიენტთან, გამოქვეყნდეს და გაეშვას რეკლამა. ძირითადი მოვალეობები კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია: ბრიფების მიღება და მათი საჭიროებების სიღრმისეული გაგება. შიდა კრეატიული გუნდის კოორდინაცია: დიზაინერები, ქოფირაითერები, media buyer-ები/რეკლამის სპეციალისტები, ვებ დეველოპერები, ვებ დიზაინერები, ვიდეოგრაფები, რეჟისორები, ასისტენტები და სხვები. კონტენტის წარმოების პროცესში ცენტრალური რგოლის ფუნქციის შესრულება: Creative Director-ის მიერ დასახული მიმართულების გუნდის მეშვეობით საბოლოო პროდუქტად ქცევა. მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი კონტენტის დროულად შექმნის უზრუნველყოფა. გამოქვეყნებამდე კონტენტის კლიენტთან შეთანხმება. შეთანხმებული კონტენტის გამოქვეყნება შესაბამის პლატფორმებზე, გუნდის დახმარებით. სარეკლამო კამპანიების გაშვება და მართვა, გუნდის დახმარებით. კლიენტებთან ურთიერთობის პროცესში მთავარი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები გემოვნებისა და ხარისხის კარგი შეგრძნება, შერწყმული მაღალ ორგანიზაციულ უნარებთან. სასურველია კონტენტის, SMM-ის ან სააგენტოში მუშაობის გამოცდილება. შესანიშნავი საკომუნიკაციო უნარები, როგორც კლიენტებთან, ისე შიდა გუნდთან. ადამიანების მართვის, სამუშაოს კოორდინაციისა და ვადების დაცვის უნარი. ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პირობები გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00, 1-საათიანი შესვენებით. დასაქმება: სრული განაკვეთი. ადგილმდებარეობა: სრულად დისტანციური. პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კლიენტთან პერიოდული ვიზიტები. ანაზღაურება: 1,500-2,000 ლარი. რას გთავაზობთ: წამყვან კონსულტანტთან და გამოცდილ გუნდთან უშუალოდ მუშაობას, პირველივე დღიდან რეალურ პასუხისმგებლობას და სწრაფ პროფესიულ ზრდას. განაცხადის გამოგზავნა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე წერილი თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].