TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაგეგმარების მენეჯერი

დაგეგმარების მენეჯერი

ემბავუდ ჯორჯია თბილისი ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

შპს „ემბავუდ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სასაწყობო პროცესების კონტროლი (მიღება, დასაწყობება, გაცემა); მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა; საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია; გაყიდვების დეპარტამენტიდან დადასტურებული შეკვეთების მიღება და მათი წარმოებისთვის მომზადება. შეკვეთებთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების და წარმოებისთვის საჭირო ინფორმაციის სისრულისა და სისწორის შემოწმება. თითოეული შეკვეთისთვის საწარმოო დავალების მომზადება და შესაბამის საწარმოო უბნებზე გადაცემა. წარმოების დაწყებამდე შეკვეთისთვის საჭირო მასალების, ფურნიტურის, აქსესუარებისა და სხვა კომპონენტების მარაგის შემოწმება. მასალების დეფიციტის გამოვლენის შემთხვევაში შესყიდვების, საწყობისა და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება და დეფიციტის აღმოსაფხვრელად კოორდინაციის უზრუნველყოფა. წარმოების პრიორიტეტების შესაბამისად შეკვეთების შესრულების რიგითობის განსაზღვრა. საწარმოო უბნების დატვირთვის გათვალისწინებით შეკვეთების წარმოებაში გაშვების დაგეგმვა. წარმოებაში გადაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და გეგმის შესაბამისად შესრულების კონტროლი. დაგეგმვაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ წარმოების, გაყიდვებისა და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების დროული ინფორმირება. წარმოების პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება. წარმოების გეგმის შეფერხების მიზეზების იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება. ERP სისტემაში ან კომპანიაში გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთებისა და დაგეგმვის მონაცემების სწორად შეტანა, განახლება და კონტროლი. კომპანიის შიდა პროცედურების, ხარისხის სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული უნარები; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; უფასო სადილს; ჯანმრთელობის დაზღვევას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00 2 დღე დასვენება დაინტერესების შემთხვევაში: გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე [email protected] -ზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ემბავუდ ჯორჯია – გახდი ჩვენი გუნდის წევრი!