TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით. ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს; ** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო); ** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს; ** კორპორატიულ ფიტპასს. ფუნქციები: ** სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და აღნიშნული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა. ** დამტკიცებულ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებ (ებ)ის შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა. ** სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია შესყიდვების დაგეგმვისა და შესრულების საკითხებზე. ** სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვის მონიტორინგი. ** სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა. ** სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის დამუშავებასა და მონიტორინგში მონაწილეობა. ** სახელმწიფო შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სამსახურებრივი წერილების, ცნობებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება. ** სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება. ** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი სახელმწიფო შესყიდვებში; ** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint) კარგად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის (B2 დონე) და რუსული ენის ცოდნა. ** შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი; ** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანება; ** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული "შავი სიის წარმოების წესი და პირობები"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია"; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება ; უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობის უნარი. შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: 1. განცხადებების გადარჩევა; 2. გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.