TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დამხმარე ბუღალტერი

დამხმარე ბუღალტერი

Posted Jul 24, 2026 17h ago

Job description

„ენთები“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აუთსორსინგულ კომპანიას ფინანსური სერვისების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს. კომპანია დაფუძნდა 2015 წელს და დღემდე ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://ants.ge/ ჩვენი გუნდის წევრების გასაცნობად გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: ვიდეო „ენთები“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა არის მუდმივი განვითარება, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და სტაბილური სამუშაო გარემო. შემოუერთდი „ენთების“ გუნდს და გახდი პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ნაწილი. სამუშაო პირობები განაკვეთი: სრული, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს); ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები, და სხვა.) ელექტრონული ზედნადების და ფაქტურების გამოწერა, იმპორტების ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა. სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი; დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა. ბრუნვითი უწყისის აღქმა, ანალიზი და სისწორის კონტროლი სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რომელიმე ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება balance-ის ცოდნას) უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; (სასურველია ACCA-ის პირველი დონე) აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე. საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel) რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ერთროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი ანალიტიკური აზროვნება; გუნდური მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას Fitpass; სწავლის თანადაფინანსებას ; კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს; თვეში 6 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.