დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი
Job description
ბავშვთა განვითარების ცენტრი " ბილიკი " აცხადებს ვაკანსიას დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვარკეთილი IIIა მ/რ. ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ფსიქოლოგიის ბაკალავრი ან მაგისტრი; სერტიფიკატი ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსში; შეფასების ინსტრუმენტი/ების შესაბამისი ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ები; 2-დან-12 წლამდე ასაკის ბავშვების უნარების შეფასების გამოცდილება; აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალური და ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!