დამტვირთველის მძღოლი
Job description
შპს "პალატი" , პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარალელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს. სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ ახალ წევრს დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ტექნიკური განათლება; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე; ** დამტვირთველის მართვის მოწმობა S კატეგორია; ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის (ტვირთის) გადმოტვირთვის, უსაფრთხოდ აწევა-დაწევის, გადაადგილების და შესაბამის ადგილზე გადაზიდვის უზრუნველყოფა; ** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ; ** ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა; ** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა; სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00) მდებარეობა - ქ. რუსთავი , მაზნიაშვილის 4. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომრებზე - 511 104 113, 511 251 015; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.