დანადგარის ოპერატორი
Job description
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. განაკვეთი: სრული. ძირითადი მოვალეობები: სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ); მანქანა-დანადგარების ექსპლუატაცაიში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი; სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი; მანქანა-დანადგარების გაშვება; დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი; მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი; სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სპეციალური დამუშავება; ძირითადი მოთხოვნები: სასურველია - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სამუშაოს შესრულების სისწრაფე; ოპერატიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Zt7Zoedb