TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დასუფთავების სუპერვაიზერი

დასუფთავების სუპერვაიზერი

vortex-fitness Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 27, 2026

Job description

" Vortex Fitness " არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს. "Vortex Fitness" ეძებს დასუფთავების სუპერვაიზერს. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1500 ლარი პოზიციის შესახებ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დასუფთავების სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, გუნდის კოორდინაციას, მომსახურების ხარისხის კონტროლსა და კომპანიის სტანდარტების დაცვას. ძირითადი მოვალეობები: ** პერსონალის მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება; ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და რესურსების ეფექტური განაწილება; ** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში მონაწილეობა, ადაპტაციისა და სწავლების მხარდაჭერა; ** მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის სტანდარტების დაცვა; ** მომხმარებელთა უკმაყოფილების შემთხვევების მართვა და დროული რეაგირება; ** ფილიალში არსებული მარაგების, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლი; ** ჰიგიენის, უსაფრთხოების და შრომითი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა; ** ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება; ** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება; ** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია საერთო მიზნების მისაღწევად საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** გუნდის მართვის გამოცდილება პიროვნული თვისებები ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფიტნეს დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას; ** კარიერულ განვითარებას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: ფორმა თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!