Data Analyst
Job description
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე სამუშაო ადგილი - თბილისი სამუშაო გრაფიკი - 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი); ძირითადი მოვალეობები : მონაცემთა მოდელების, მეტრიკების და გამოთვლითი ლოგიკის დიზაინი და განვითარება; MSSQL-ისა და Excel-ის გამოყენებით სტრუქტურირებული ანალიტიკური არტეფაქტების შექმნა; Power BI რეპორტებისა და ვიზუალიზაციების შექმნა და განვითარება, როგორც ორგანიზაციის სტანდარტიზებული რეპორტინგის სისტემის ნაწილი; არსებული რეპორტინგის ჩარჩოების ფარგლებში ახალი ვიზუალიზაციებისა და ანალიტიკური კომპონენტების დამატება და გაუმჯობესება; მონაცემთა სიზუსტისა და კონსისტენტურობის შემოწმება, მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა; მონაცემთა მოდელებთან და რეპორტინგ სისტემებთან მუშაობა მათი სტაბილური გამოყენებისა და შემდგომი განვითარებისთვის; მონაცემთა ტრანსფორმაციის ლოგიკის (SQL, DAX და სხვ.) განვითარება, როგორც განმეორებადად გამოყენებადი ანალიტიკური კომპონენტები; ანალიტიკური ლოგიკისა და მოდელების დოკუმენტირება, როგორც კომპანიის ინტელექტუალური აქტივების ნაწილი. ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა; SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა; Power BI-ის ან სხვა BI ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; სასურველია, Python-ის ანალიტიკური ბიბლიოთეკების (Pandas, NumPy და სხვ.) საბაზისო ცოდნა; მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების უნარი; პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი; მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების უნარი; დროის მართვის უნარი; რაციონალური/პრაქტიკული აზროვნება.