TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაწყებითის მასწავლებელი

დაწყებითის მასწავლებელი

ლილე Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

კერძო სკოლა " ლილე " აცხადებს ვაკანსიას დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; ** სასურველია სკოლაში მუშაობის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია: ** საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; ბუნებისმეტყველება; ** სამუშაო განაკვეთი 09:00-15:30; ** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები; ** მისამართი: მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი N33; ** შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან) ** გასაუბრება; ** საჩვენებელი/ვიდეო გაკვეთილი კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სკოლა "ლილე" გისურვებთ წარმატებას.