დაცვის ადმინისტრატორი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის ჭალები, ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა, დილის 10:00-დან მეორე დილის 10:00-მდე ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები: ავტოსადგომის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ავტოსადგომზე შემოსული ვიზიტორების მონიტორინგი და აღრიცხვა; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება და დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან; ავტოსადგომზე არსებული ავტომობილების დასურათება და პროგრამაში ატვირთვა; შემოსული და გასული ავტომობილების რეგისტრაცია. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამებში მუშაობის მინიმალური გამოცდილება; კომუნიკაციის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ყურადღებიანი დეტალების მიმართ; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.