დაცვის თანამშრომელი
Job description
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე კომპანიის შესახებ: საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა. ძირითადი მოვალეობები: ობიექტის ყოველდღიური შემოვლა და შემოწმება; უსაფრთხოების/ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მუშაობის კონტროლი, აუცილებელი ზომების მიღება საჭიროების შემთხვევაში; კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით; შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის ქონების ხელყოფის, უბედური შემთხვევისას მოკლე და ზუსტი მოხსენების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; კომპანიის საკუთრების ქურდობის, ვანდალიზმისა და უცხო პირთა შემოჭრისგან დაცვა; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-3 დღეს. კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სხვა უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; კომპლექსური დავალების შესრულების უნარი; სასურველი ასაკი - 60 წლამდე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. მანგაძის ქ. N3 თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 15 აგვისტომდე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ! შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.