დაცვის თანამშრომელი
Job description
სასტუმრო "Bazzar Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. პირობები: ** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); ** გრაფიკი: მცოცავი, სრული განაკვეთი (23:00-08:00), 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; ** სასტუმროს შენობის გარე და შიდა პერიმეტრის დაცვა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** თავაზიანობა; ** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მეილის "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "ბაზზარი". გაცნობებთ, რომ სასტუმრო "ბაზზარის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.