TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაცვის თანამშრომელი / ისთ ფოინთი

დაცვის თანამშრომელი / ისთ ფოინთი

Cenomi Retail თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაცვის თანამშრომელი- ისთ ფოინთი (თბილისი) Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას. პოზიციის მიზანია: მაღაზიაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაკარგების პრევენცია და უსაფრთხოების სისტემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. პოზიცია გულისხმობს მაღაზიის შესასვლელთან მუდმივ კონტროლს და აქტიურ ჩართულობას ქურდობის პრევენციის პროცესებში. რას გააკეთებ: მაღაზიის შესასვლელთან პოზიციონირება და მომხმარებელთა ნაკადის უწყვეტი კონტროლი; უსაფრთხოების ანტენების (EAS) ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება; სიგნალის დაფიქსირებისას პროდუქციისა და მომხმარებლის კორექტული და პროფესიული გადამოწმება კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სრული დაცვით; სავარაუდო ქურდობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული მოქმედებების განხორციელება; დანაკარგების პრევენციის მონიტორინგის ოფიცრებთან და ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა; საეჭვო ქცევის მქონე პირების დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება; ინციდენტების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების დოკუმენტირება და ანგარიშგება დადგენილი ფორმატით; მაღაზიაში წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა ვიდეოკონტროლისა და უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში); ხელმძღვანელობისა და დანაკარგების პრევენციის გუნდის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. მნიშვნელოვანია, გქონდეს/იყო: სასურველია დაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკვირვების უნარი; კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიულ დაზღვევას; ანაზღაურება-1300 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს. სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00-მდე (5 სამუშაო დღე, დასვენება კვირის განმავლობაში 2 დღეს, პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა) ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4hgQd6x