TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დავების უზრუნველყოფის მთავარი იურისტი

დავების უზრუნველყოფის მთავარი იურისტი

m-t-a Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Jul 26, 2026

Job description

შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას დავების და სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი იურისტის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 4115 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების, ოქმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონმდებლობასთან; ** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** სამსახურის უფროსისთვის ხელშეკრულებების შეთანხმებისა და ვიზირების პროცესში მხარდაჭერის გაწევა; ** კომპანიის წინააღმდეგ ან კომპანიის მიერ აღძვრულ სამართლებრივ დავებში (სასამართლო, საარბიტრაჟო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში) კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სამსახურის უფროსის დავალებით; ** სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** დავის მასალების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი სამართლებრივი პოზიციის შემუშავება; ** კომპანიის კონტრაგენტებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ტენდერების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სხვა შესყიდვის პროცედურების ფარგლებში სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სახელშეკრულებო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ** სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული კორესპონდენციისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** სახელშეკრულებო პრაქტიკისა და კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამსახურის უფროსისათვის; ** სამსახურის უფროსის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი და ზუსტი პასუხის დროულად მომზადება; ** კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - იურისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ხელშეკრულებების სამართლის, კორპორაციული სამართლის ან კომერციული სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია სასამართლო ან საარბიტრაჟო დავებში მონაწილეობის გამოცდილება; ** სასურველია ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდის სერტიფიკატი; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა; ** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.