TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაზღვევის გაყიდვების და მართვის მენეჯერი

დაზღვევის გაყიდვების და მართვის მენეჯერი

ASTRUM Risk Management Tbilisi, Georgia
Posted Jul 16, 2026 12h ago

Job description

თუ შენთვის უცხო არაა ფინანსური სერვისები, კერძოდ დაზღვევა - ჩვენ გეძებთ შენ! დიახ, შენ – ვინც იცის, როგორ მართოს საკუთარი დრო და მიიღოს სტაბილური შემოსავალი. დავიწყოთ მთავარით: ჩვენ არ ვეძებთ რიგით თანამშრომელს, რომელიც უბრალოდ "დავალებებს შეასრულებს". ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, მენეჯერს ვისთან ერთადაც საერთო საქმეს ავაშენებთ. თუ გიყვარს B2B ურთიერთობები, გსურს გქონდეს საკუთარი საქმე და სრული დამოუკიდებლობა, მაგრამ ამისთვის მზა პლატფორმა და ძლიერი სადაზღვევო სერვისი გჭირდება – ეს შენი შანსია. კომპანია ასტრუმი (www.astrum.ge) რისკებისა და დაზღვევის მართვის მიმართულებით უნიკალურ „ზრუნვის პროგრამას“ სთავაზობს კორპორაციულ კლიენტებს. ჩვენ ვამარტივებთ დაზღვევის მთლიან პროცესს და ამასთან დაკავშირებით ახლა გვჭირდება მენეჯერი, რომელიც ამ ღირებულებას ბიზნესებამდე მიიტანს. რატომ არის ეს პარტნიორობა და არა ჩვეულებრივი სამსახური? მუშაობ დისტანციურად, შენი გრაფიკით. ჩვენთან "სამუშაო საათები" არ არსებობს – არსებობს მხოლოდ შედეგი და შენი მიზნები. არანაირი მცირე ფიქსირებული ხელფასი. შენ იღებ მოზიდული სადაზღვევო პრემიის 50%-ს (გროსი). შენი გრძელვადიანი აქტივი: ეს 50%-იანი სარგებელი შენია მუდამ, ყოველი წლიური განახლებისას, სანამ ჩვენს გუნდში ხარ. შენ აშენებ შენს საკუთარ პორტფელს და მზარდ პასიურ შემოსავალს! რა იქნება შენი საქმე? *ორგანიზაციების შესაბამის წარმომადგენლებთან საქმიანი კომუნიკაცია და დაზღვევის მართვის სერვისის შეთავაზება. *ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვა პოტენციურ პარტნიორებთან. *დაზღვევის ექაუნთის მართვაში. მონაწილეობა და მონიტორინგი (რადგან კმაყოფილი კლიენტი = გარანტირებული პასიური შემოსავალი წლების განმავლობაში). 🚀 თუ მზად ხარ, აღარ იმუშაო სხვისთვის, არამედ დაიწყო საკუთარი საქმის შენება ასტრუმის ეგიდით – ველოდებით შენს უკუკავშირს. 📩 დაინტერესდი? მოგვწერე პირადში ან დაგვიტოვე საკონტაქტო რომ დაგიკავშირდეთ დაინტერესების შემთხვევაში. https://www.astrum.ge/ka/