დაზღვევის გაყიდვების პარტნიორი
Job description
🚀 ASTRUM Risk Management აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის (პარტნიორის) პოზიციაზე! ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ თანამშრომელს, არამედ პარტნიორს გრძელვადიანი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის. თუ გაქვს სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება და გსურს შენი შრომის პროპორციული, მაღალი შემოსავლის მიღება, ეს შეთავაზება შენთვისაა. 🎯 რას ველოდებით შენგან? დაზღვევის გაყიდვების სფეროში მუშაობის დადასტურებულ გამოცდილებას; აქტიურ კონტაქტებსა და მიზანდასახულობას საკუთარი სადაზღვევო პორტფელის ფორმირებისა და განვითარებისთვის. 💼 რას გთავაზობთ ჩვენ? შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემულ პოზიციაზე ფიქსირებული ხელფასი არ განიხილება. თქვენი ფინანსური სარგებელი პირდაპირ მიბმულია გაყიდვებზე — თქვენ მიიღებთ მოზიდული პორტფელის 50%-ს (თითოეულ მოზიდულ კომპანიასა და თითოეულ პროდუქტზე). შრომა ფასდება მაქსიმალურად და წარმატებული მუშაობის პირობებში, ეს მოდელი სტაბილური, მზარდი შემოსავლის წყაროდ იქცევა. მოქნილი სამუშაო ფორმატი: დისტანციური მუშაობა, რომელსაც ემატება სტრატეგიული სამუშაო შეხვედრები და ვიზიტები პოტენციურ კლიენტებთან. თავისუფალი გრაფიკი: შენ თავად მართავ შენს დროსა და რესურსებს. თუ ხედავ შენს თავს ამ პოზიციაზე და მზად ხარ პარტნიორული თანამშრომლობისთვის, შემოუერთდი ASTRUM-ის გუნდს! ბენეფიტები: ექსპერტული მხარდაჭერა კლიენტებთან შეხვედრებზე; ბექ-ოფისის სრული სერვისი; ზარალების მართვა და კლიენტების მხარდაჭერა; დამატებითი ფინანსური სტიმული პორტფელის მოცულობაზე. 📩 დაინტერესების შემთხვევაში, დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ან მოგვაწოდეთ თქვენი CV და დაინტერესების შესახებ ინფო ელ ფოსტაზე: [email protected] P.S. გთხოვთ თუ შესაბამისი გამოცდილება არ გაქვთ, მექანიკურად ნუ გამოგზავნით თქვენს რეზიუმეს. https://www.astrum.ge/ka/