TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი

დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი

არამექს ჯორჯია Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 27, 2026 5 days ago apply by Jul 27, 2026

Job description

"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია; ** დებიტორებთან ანგარიშსწორების მოლაპარაკების წარმოება; ** დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი; ** დებიტორული დავალიანების შესახებ ანგარიშგებების მომზადება; ** დებიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიკურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. სამუშაო განრიგი - სრული: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00 საათამდე) სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N59 ფიქსირებული ხელფასი: 1700 - 2000 ლარი დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.