დემი შეფ დე პარტიე
Job description
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო " Brim Tbilisi " აცხადებს ვაკანსიას დემი შეფ დე პარტი/Demi Chef de Partie -ს პოზიციაზე. "Brim Tbilisi" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში. ძირითადი მოვალეობები: ** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; ** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად; ** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება; ** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; ** სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით. პიროვნული მახასიათებლები: ** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ხარისხზე ორიენტირებულობა ** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალი სტანდარტების მქონე, სასტუმროში დასაქმებას ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** თბილ და მეგობრულ გარემოს ** კვებით უზრუნველყოფას ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1600 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის ქ.N12/14. (ავლაბარი) თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (დემი შეფ დე პარტი/Demi Chef de Partie). "Brim Tbilisi" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!