TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დემი შეფი

დემი შეფი

Telegraph Hotel თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 24, 2026

Job description

სასტუმრო ტელეგრაფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დემი შეფი, ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი. ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე. ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) მიგაჩინათ, რომ ხართ კულინარიის პროფესიონალი? ჩვენ ვეძებთ დემი შეფს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ სამზარეულოს გუნდს. მოვალეობები სასტუმრო ბიზნეს სტანდარტების დაცვა საკვების ხარისხის, მომზადების, რეცეპტურის და პრეზენტაციის კუთხით. მენიუში არსებულ კერძებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თითოეული პროდუქტის მომზადება. შეფ-მზარეულთან ერთად სწორი საკმაზის, პორციების და კერძის პრეზენტაციის უზრუნველყოფა. საკვების სწორი შენახვა. კერძების დროულად მომზადება. უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა. თანამშრომლების დახმარება ოპტიმალური ხარისხის მიღწევაში. სურსათის უვნებლობისა და სანიტარული სისტემის მოქმედი კანონების დაცვა. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა). პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას. სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას. კვალიფიკაცია და გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები. ადაპტაციის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. დეტალებზე ორიენტაცია. ინგლისური ენის ცოდნა. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია. მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით. პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის. ადგილმდებარეობა: თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026 გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GSk9WHRb