DevOps ინჟინერი
Job description
შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში „DevOps ინჟინერის“ პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, 300 არაგველის N24 გრაფიკი: სრული განაკვეთი/ნახევარი განაკვეთი ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: CI/CD პროცესების დაპროექტება, შექმნა და მხარდაჭერა, ტესტირებისა და დანერგვის პროცესების ავტომატიზაციისთვის; ინფრასტრუქტურის მართვა Infrastructure as Code (IaC) ინსტრუმენტების გამოყენებით (Terraform, Ansible და სხვ.); ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მართვა (AWS, Azure ან GCP); სისტემის მონიტორინგი და ლოგირების/შეტყობინებების სისტემების მხარდაჭერა (Prometheus, Grafana, Datadog და სხვ.); უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა ინფრასტრუქტურასა და პროცესებში (DevSecOps); განვითარების გუნდებთან თანამშრომლობა რელიზის პროცესების გამარტივებისა და დანერგვის სიხშირისა და საიმედოობის გასაუმჯობესებლად; საჭიროებისამებრ, საწარმოო სისტემების როტაციაში მონაწილეობა; განვითარების გუნდებთან თანამშრომლობა რელიზის პროცესების გამარტივებისთვის; DevOps ციკლის გასაუმჯობესებლად ახალი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების უწყვეტი შეფასება და დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში; მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება DevOps, Site Reliability Engineering (SRE) ან სისტემების ადმინისტრირების როლში; ღრუბლოვანი სერტიფიკატი (AWS Certified DevOps Engineer, Azure DevOps Engineer Expert ან GCP Professional DevOps Engineer) ჩაითვლება უპირატესობად; გამოცდილება Agile/Scrum და Kubernetes-ის ადმინისტრირებაში; პიროვნული თვისებები და უნარები: ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდურობა და კომუნიკაბელურობა. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ფიტპასითა და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითოთ „დეველოპერული ინჟინერი“ გისურვებთ წარმატებას! თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის; შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით; იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.