დღის ადმინისტრატორი
Job description
სასტუმრო ალმა აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28; სამუშაო გრაფიკი:, 09:00-დან 21:00-მდე; ანაზღაურება: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად; ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები); სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება; სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ; პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები); შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა; სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა. ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel). პიროვნული უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობის უნარი; ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი.