TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დღის და ღამის ადმინისტრატორი

დღის და ღამის ადმინისტრატორი

Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

ავლაბარში მდებარე სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დღის ადმინისტრატორისა და ღამის ადმინისტრატორის პოზიციებზე. ხელფასი: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება. ** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან. ** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება. ** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ. ** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება. ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია. ** Fina-ში მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: ** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად. ** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს. ** Fina-ში მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი. ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** 12 საათიანი მორიგეობა. ** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების. ** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია. ** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.