TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი

დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი

იზივეი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი ** გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 21:00 საათამდე ** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64 ძირითადი მოვალეობები: ** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა; ** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება; ** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა; ** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება; ** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება. კომპანიის ძირითადი მოთხოვნები: ** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა; ** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება; ** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი ჩვენი უპირატესობები: ** გამართული სამუშაო პროცესი; ** მეგობრული სამუშაო გარემო. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება. დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577238003.