დიასახლისი
Job description
კურორტი "შარეულა" ეძებს პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე დიასახლისს , რომელიც იზრუნებს კურორტის სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოზე. ძირითადი მოვალეობები: ** კოტეჯების დალაგება და სტუმრების მისაღებად მომზადება; ** რესტორნისა და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სამზარეულოს დალაგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** კურორტის ტერიტორიის სისუფთავეზე მუდმივი ყურადღების მიქცევა; ** საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული; ** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სეზონურ დასაქმებას სექტემბრის ბოლომდე; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფას; ** სრულ სამჯერად კვებას; ** სასიამოვნო და მშვიდ სამუშაო გარემოს ბუნების შუაგულში. ანაზღაურება: 1, 800 ლარი (ნეტი- ხელზე ასაღები) სამუშაო ადგილი: რაჭა , სოფ. ზედა ღვარდია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დასაქმების ტიპი: სეზონური (ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] .