TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დიასახლისი

დიასახლისი

Buknari Hotel ქობულეთი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრში, ბათუმიდან 20 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის აუზს რესტორანს, პადელის მოედანს და რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის. Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: დიასახლისი ხელფასი: 1 100 ლარი (NET) გრაფიკი: სტანდარტულად დღეში 8+1 საათი/ღამის ცვლებში ღამეგამოშვებით მდებარეობა: ბუკნარი ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს ნომრების სრული დასუფთავება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების (SOP) შესაბამისად; თეთრეულის, პირსახოცებისა და სასტუმროს ტექსტილის გამოცვლა და სწორად განთავსება; სველი წერტილების სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა; სასტუმროს დამატებითი მომსახურებების (amenities) შევსება და კონტროლი; დაკარგული ნივთების (Lost & Found) წესების დაცვით დაფიქსირება და გადაცემა; დასუფთავების ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება; სტუმრების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; ზედამხედველის დავალებების შესრულება; საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ზონების დასუფთავებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა; ფიზიკური გამძლეობა და ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში რეზუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).