---
title: დიასახლისი
description: კომპანია ეძებს დიასახლისს ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, იოსებიძის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1
---

# დიასახლისი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-24  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747072)

## Job description

კომპანია ეძებს დიასახლისს ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, იოსებიძის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1, 200-1, 300 ლარი ვაკანტური პოზიცია: 1 ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის, სამზარეულოსა და სველი წერტილების დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება; ** ნარჩენების დროული გატანა; ** დასუფთავების საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის მოწესრიგება; ** თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ჩაის/ყავის შეთავაზება; ** საოფისე მცენარეების მოვლა; ** საჭიროების შემთხვევაში, ოფისის ყოველდღიურ საკითხებში დახმარება; ** ჰიგიენური და სამეურნეო მარაგების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ინფორმირება მარაგების შევსების ან სხვა საკითხების შესახებ. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი; ** სისუფთავისა და წესრიგისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; ** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@ilaria.ge აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დიასახლისი". დაგიკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგს" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ilaria.ge

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
