TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Digital Product Delivery Manager

Digital Product Delivery Manager

Cellfie Mobile Tbilisi, Georgia
Posted Aug 04, 2026 8h ago

Job description

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერილობა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Digital Product Delivery Manager - ის როლზე ა მ როლში შენ: კოორდინაციას გაუწევ ციფრული პროდუქტებისა და პროექტების მომზადებას ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე INVEST პრინციპებით მოამზადებ User Story-ებს უზრუნველყოფ ბიზნესისა და IT გუნდებს შორის მოთხოვნების კოორდინაციას იმუშავებ მობილური აპლიკაციების, ვებპროდუქტების ან API ინტეგრაციების პროექტებზე თუ ეს როლი გაინტერესებს , სასურველია გქონდეს : ციფრული პროდუქტებისა და პროექტების კოორდინაციის ან IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება INVEST პრინციპებით User Story-ების მომზადების გამოცდილება Jira, Trello, Monday ან მსგავსი სამუშაოს მართვის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება მობილური აპლიკაციების, ვებპროდუქტების ან API ინტეგრაციების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება Google Analytics, Firebase, PostHog, Looker Studio ან მსგავს ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები რამდენიმე პარალელური ამოცანის ეფექტურად მართვისა და კოორდინაციის უნარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფად სწავლის უნარი დამატებითი უპირატესობა იქნება : ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროექტების მართვის, ბიზნეს ანალიტიკის, პროდუქტის მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნა რუსული ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნა გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2026. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: პასუხისმგებლობას (Ownership) საქმის ხახრისხიან შესრულებას პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: დასახო ამბიციური მიზნები თამამად გამოხატო შენი აზრი ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე