TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Project Manager / Digital Product Owner

Digital Product Owner

ProCredit Bank Georgia Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Jul 02, 2026 12h ago

Job description

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში! "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. ვაკანსია: Digital product owner ჩვენ ვეძებთ Digital Product Owner-ს, რომელიც უხელმძღვანელებს ბანკის ციფრული პროდუქტებისა და არხების განვითარებას, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბიზნეს მიზნების მიღწევის ხელშეწყობას. პოზიცია მოიცავს როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ პასუხისმგებლობებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. Digital Product Owner პასუხისმგებელი იქნება ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე, მათ შორის Mobile Banking-ის, Internet Banking-ის, CRM პლატფორმებისა და Digital Sales Funnel-ის მიმართულებებით, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ბიზნეს პრიორიტეტების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები ბანკის ციფრული პროდუქტებისა და არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; Mobile Banking, Internet Banking, CRM და Digital Sales Funnel მიმართულებებით ახალი ფუნქციონალებისა და პროდუქტების ინიცირება, დაგეგმვა და განვითარება; მომხმარებლის ქცევის, საჭიროებებისა და გამოცდილების (Customer Journey) ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; პროდუქტის განვითარების Roadmap-ის ფორმირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი; ბიზნეს, მარკეტინგის, IT, მონაცემთა ანალიზისა და UX/UI გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების სრული ციკლის განმავლობაში; მომხმარებელთა სეგმენტაციის, თარგეთირების და პერსონალიზებული შეთავაზებების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა; ციფრული გაყიდვების და მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებლების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაციის ინიციატივების განხორციელება; ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და საერთაშორისო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი; პროდუქტისა და არხების ეფექტიანობის შეფასება KPI-ებისა და ბიზნეს შედეგების საფუძველზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, ფინანსების ან დაკავშირებული მიმართულებით; ციფრული პროდუქტების მართვის, ბიზნეს განვითარების, ციფრული მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილების (CX) და პროდუქტის განვითარების პროცესების კარგი ცოდნა; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნეს ანალიზის გამოცდილება; სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; პროექტების მართვის გამოცდილება დინამიკურ გარემოში; ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა. დამატებითი უპირატესობა იქნება საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება; CRM სისტემების, ციფრული გაყიდვების პროცესებისა და მომხმარებელთა სეგმენტაციის პრაქტიკული გამოცდილება; მონაცემთა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Analytics ან სხვა). პიროვნული უნარები სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება; ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა; ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი; ცვლილებების მართვისა და ინოვაციების დანერგვის უნარი. თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ბანკის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში და გავლენა მოახდინოთ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — “ Premium Banking Segment Development Manager ” შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23.07.2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; [email protected]