Digital Project Manager Mentor GEO
Job description
Job Description ADI-ის შესახებ ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. Სამუშაო აღწერილობა ჩვენ ვეძებთ ამბიციურ და გამოცდილ ციფრული პროექტების მენეჯერს Academy of Digital Industries-ის გუნდში მენტორის პოზიციაზე. ამ როლში თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სასწავლო პროგრამის დახვეწაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. თქვენი გამოცდილება დაეხმარება მომავალ პროექტის მენეჯერებს რეალური ინდუსტრიული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე მეთოდოლოგიების ათვისებაში. ძირითადი მოვალეობები სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარება, მენტორობა და მათ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა; ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების წარმართვა დეტალური სილაბუსის მიხედვით, რაც მოიცავს აქტიურ დისკუსიებსა და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას; Agile და Scrum მეთოდოლოგიების პრაქტიკული სწავლება და რეალურ პროექტებში მათი ინტეგრირება; პროექტების მართვის თანამედროვე ხელსაწყოების (Jira, Asana, Trello და სხვა) გამოყენების დემონსტრირება და სტუდენტების დახმარება მათ ათვისებაში; სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით; სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება; ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში; დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება; ინოვაციურობის და შემოქმედებითი გარემოს წახალისება ვორქშოპების მიმდინარეობის პროცესში. Job Requirements Სამუშაო მოთხოვნები ციფრული პროექტების მართვაში მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება; Agile, Scrum, Kanban მეთოდოლოგიების ღრმა ცოდნა; პროექტების მართვის თანამედროვე პლატფორმების (Jira, Asana, Trello, Notion,Miro და სხვა) პრაქტიკული ცოდნა; სწავლების ან მენტორობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; Სასურველია ფლობდეს Scrum.org სერტიფიკატებს როგორიცაა Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II) or Professional Agile Leadership™ I (PAL I); ქართული ენის ფლობა მშობლიურ ან უმაღლეს დონეზე; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს; დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას; 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში; ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის; სწავლებისა და განვითარების პროგრამას; რეფერალ პროგრამას; კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.