დიჯითალ ედვერთაიზერი
Job description
ვეძებ შედეგზე ორიენტირებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე და მოტივირებულ დიჯითალ ედვერთაიზერს , რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩვენი ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, მართვასა და ოპტიმიზაციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads (Facebook/Instagram), TikTok Ads და სხვა პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მონიტორინგი. ** ბიუჯეტირება და ROI: სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება და კამპანიების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ROAS და ROI მისაღებად. ** აუდიტორიის ანალიზი: სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, რეთარგეთინგის სტრატეგიების შემუშავება და A/B ტესტირება. ** ანალიტიკა და რეპორტინგი: შედეგების მუდმივი ანალიზი და პერიოდული ანგარიშების (Reports) მომზადება. ** კრეატიულ გუნდთან მუშაობა: კონტენტ კრეატორებთან ერთად ეფექტური სარეკლამო ვიზუალებისა და ტექსტების კონცეფციის შემუშავება. რას გთავაზობთ: ** მზარდი ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა. ** საერთაშორისო გამოცდილება: Tier 1 ქვეყნების ბაზარზე მუშაობისა და გლობალური მასშტაბის კამპანიების მართვის გამოცდილება. ** ინოვაციური ინსტრუმენტები: სხვადასხვა AI ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა და მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციის აწყობა. ** კარიერული განვითარება: პროფესიული ზრდისა და გუნდთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობები. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Digital Advertiser".