TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დილერი

დილერი

Poker Club თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 11h ago apply by Aug 08, 2026

Job description

" Poker Club " აცხადებს ვაკანსიას დილერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 18:00-06:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400-2000 ლარი(გამოცდილების შესაბამისად) +დანამატი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პოკერის მაგიდის მართვა; თამაშის წესების ზუსტი დაცვა ყველა სიტუაციაში; ფიშკების ზუსტი დათვლა და კონტროლი; ფსონების სწორი მიღება და განაწილება; ყველა ტრანზაქციის სიზუსტის დაცვა; მომხმარებლებთან პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაცია; თამაშის წესების ახსნა საჭიროების შემთხვევაში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; ყურადღება დეტალების მიმართ; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). Poker Club გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დილერი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.