TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დირექტორის თანაშემწე

დირექტორის თანაშემწე

ჯორჯიან ქუალითი Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია " ჯორჯიან ქუალითი " აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. თუ გყავს საკუთარი ავტომობილი და გაქვს მართვის მოწმობა. ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გიყვართ დინამიკურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1, 500 ლარი (თვეში); ** კომპანია სრულად უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს; ** დასვენება: შაბათი და კვირა ** სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 19:00 საათამდე ** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. ძირითადი მოვალეობები: ** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** კომპანიის ობიექტებზე პერიოდული ვიზიტებისა და სამუშაო პროცესების კონტროლი; ** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების ეფექტური მართვა; ** კომპანიის კლიენტებთან და მომწოდებლებთან პერიოდული კომუნიკაცია; ** შეხვედრების, ვიზიტებისა და სხვადასხვა სამუშაო პროცესის კოორდინაცია; ** ხელმძღვანელის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება; ** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი; ** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა; ** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა (აუცილებელია); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "დირექტორის თანაშემწე".