TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დისპეტჩერი

დისპეტჩერი

იზივეი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Aug 02, 2026

Job description

საკურიერო და ლოჯისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1100 ლარი თვეში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ, შაბათი და კვირა დასვენება; მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64 ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სახის გზავნილების აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად; ** ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი; ** საკურიერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა; ** ყოველთვიური რეპორტინგი; ** ამანათების დასტიკერების/დანათების პროცესის მონიტორინგი; ** გზავნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში; ** მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან; ** მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** გამართულად მეტყველების უნარი; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს: ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე; ** გასაუბრება; ** მოსამზადებელი ეტაპი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.