დისპეტჩერი
Job description
Access-A-Ride ლოჯისტიკური კომპანია "კავკასუს ჰორაიზონი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 5-7 აშშ დოლარი საათში (დამოკიდებულია გამოცდილებასა და სამუშაო საათებზე) სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი იყოფა ცვლებად. თითოეული ცვლა მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს. ** პირველი ცვლა - საქართველოს დროით 13:00 საათიდან (8-10-საათიანი ცვლა); ** მეორე ცვლა - საქართველოს დროით 22:00-03:00 საათამდე. ცვლის საათები მოლაპარაკებადია. სამუშაო ფორმატი: დისტანციური ძირითადი მოვალეობები: ** მძღოლების გრაფიკის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი გაუმჯობესება; ** ქართველ მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ოპერატიული მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოთმინება; ** სწრაფი აზროვნება; ** კარგი კომუნიკაციის უნარები; ** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; ** Google Maps-ის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე; ** ყურსასმენების ქონა; ** ლეპტოპის ქონა; ** სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გამართული მეტყველება; ** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა. უპირატესობად ჩაითვლება: ** Access-A-Ride -ის გამოცდილება ** ნიუ-იორკის (NY) გეოგრაფიის კარგი ცოდნა; ** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და დამატებითი ენის ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: ** გასაუბრება; ** 2-დღიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი; ** 4-დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გუნდის წევრი გახდებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.