დისტანციური ბანკირების ჯგუფის უფროსი - ემიგრანტი კლიენტების მომსახურების მიმართულება
Job description
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა ძირითადი მოვალეობები: დისტანციური ბანკირების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და ეფექტიანი მართვა; გუნდის მიერ იპოთეკური სესხების, ანაბრებისა და სხვა საბანკო პროდუქტების კონსულტაციის, დამუშავებისა და გაყიდვების პროცესის მართვა და ხარისხის კონტროლი; გაყიდვების მიზნების, მომსახურების ხარისხისა და სხვა ბიზნეს KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა; არსებული მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების პროაქტიული შეთავაზებების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ემიგრანტი მომხმარებლების დისტანციური მომსახურების პროცესის მართვა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; გუნდის მიერ მომხმარებელთა მოთხოვნების დროული, ეფექტური და სრულყოფილი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; გუნდის პორტფელის მართვა, განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობა; მომსახურების ხარისხის, მომხმარებლის კმაყოფილებისა და პროცესების ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება; რისკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა გუნდის საქმიანობის ფარგლებში; სხვა ბიზნეს და მხარდამჭერ გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად. კვალიფიკაცია გაყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ცოდნა უპირატესობა მიენიჭება ემიგრანტი კლიენტების მომსახურებისა და სასესხო პროცესების გამოცდილებას; პორთველის მართვის გამოცდილება სასურველია მენეჯერულ პოზიცაზე გამოცდილება ექსელის ცოდნა საბაზისო დონეზე დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.