---
title: დისტანციური ღამის ოპერატორი
description: მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე. რას მოიცავს პოზიცია? ** შემომავალი სატელეფონო ზარე
---

# დისტანციური ღამის ოპერატორი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-09  
**Apply by:** 2026-10-09

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=751577)

## Job description

მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე. რას მოიცავს პოზიცია? ** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება; ** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება; ** შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; ** მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; ** მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება. ვის ვეძებთ? ** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს; ** მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ** ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა. ტრენინგი სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს ** სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00-09:00 ან 17:00-07:00 ** ანაზღაურება: 800 ლარი ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ: ** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს; ** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; ** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას; ** დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
