TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დიზაინ მენეჯერი

დიზაინ მენეჯერი

Trump Tower Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 10, 2026

Job description

" Trump Tower Tbilisi " წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს: ** დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას; ** პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს; ** ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს; ** ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს; ** უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს; "Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ დიზაინ მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** არქიტექტურული, ინტერიერის, ლანდშაფტისა და საინჟინრო დიზაინის პროცესების კოორდინაცია და მართვა; ** ადგილობრივ და საერთაშორისო არქიტექტურულ/საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობა; ** საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და ხარისხის კონტროლი; ** დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის კონცეფციასთან, ბიუჯეტთან, ვადებთან და ბრენდის სტანდარტებთან; ** დიზაინის პროცესში ჩართული მხარეების ეფექტიანი კოორდინაცია; ** ტექნიკური საკითხების განხილვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობა; ** დიზაინის ცვლილებების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთანხმება ჩართულ მხარეებთან; ** პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება; ** სამშენებლო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების ან მომიჯნავე მიმართულებით; ** დიზაინის მართვის ან არქიტექტურული პროექტების ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** ArchiCAD-ის ან Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა ** BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის C1 დონეზე; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.