დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის მენეჯერი
Job description
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის განყოფილება II-ის მენეჯერი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: დუშეთი ანაზღაურება: 1205 ლარი (დარიცხული) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება, უმაღლესი; ** სასურველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, საფინანსო, ან, სამედიცინო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. სხვა უნარ-ჩვევები: ** მენეჯერული უნარები ** პრობლემების ანალიზის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა. ფუნქციები: ** ხელმძღვანელობს განყოფილებაში დასაქმებულ პერსონალს; ** ზედამხედველობს განყოფილების გამართულ საქმიანობას; ** პასუხისმგებელია ბენეფიციართა მომსახურების ხარისხზე; ** აწარმოებს ქონების მიღებისა და გაცემის, ასევე გამოყენებისთვის უვარგის/დაზიანებულ საქონლის, აღრიცხვას; ** უზრუნველყოფს განყოფილებაში მედიკამენტების განთავსებას ბენეფიციარებისგან უსაფრთხო ადგილზე; ასევე, მენიუთი განსაზღვრული კვების პროდუქტების მიღებას; ** აკონტროლებს მიღებული პროდუქტის ვარგისიანობასა და პასუხისმგებელია მის სათანადო წესით შენახვასა და მიზნობრივად ხარჯვაზე; ** მატერიალურად პასუხისმგებელი პირია მისთვის მიბარებულ ქონებაზე და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;