TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ECA- FERRO ბრენდის პრომოუტერი

ECA- FERRO ბრენდის პრომოუტერი

გორგია თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას ECA, FERRO ბრენდის პრომოუტერის პოზიციაზე, თბილიში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლის ფასდაკლებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბრენდის უპირატესობების გაცნობა მომხმარებლისთვის; ყოველდღიური ანალიზების კეთება; სტენდის მოწესრიგება; ნაშთების კონტროლი; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; პიროვნული თვისებები: ორგანიზებული; კომუნიკაბელური; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.