ედვერთაიზერი, ექაუნთ მენეჯერი, ქოფირაითერი
Job description
"მულტიფლეიერში" ვეძებთ საშუალო და მაღალი რგოლის პროფესიონალებს — მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1. ედვერთაიზერი თუ Meta Ads შენთვის ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია და კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია კარგად გამოგდის, გელოდებით გუნდში. Google Ads-ისა და Display Ads-ის გამოცდილება დიდი უპირატესობა იქნება. 2. ექაუნთ მენეჯერი ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური მედიის მიმართულების საფუძვლიანი ცოდნა და დამკვეთებთან ურთიერთობის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება სასურველია. 3. ქოფირაითერი ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია წეროს განსხვავებული ტონით, სტილითა და პერსონაჟის ხმით — იქნება ეს ბრენდი, ადამიანი თუ კამპანიის იდეა. აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდება მეგობრული გუნდი, საინტერესო პროექტები და განვითარების შესაძლებლობა. შენგან კი ველოდებით ენთუზიაზმს, პასუხისმგებლობასა და ახალ იდეებს. გასაუბრებები ჩაინიშნება განცხადების პარალელურად, ამიტომ ნუ გადადებთ გამოგზავნას და შეავსეთ განცხადების ფორმა სანამ სხვა კანდიდატს შევარჩევთ. მონაწილეობის მისაღებად, ეწვიე ბმულს: https://docs.google.com/forms