TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექსპორტის მენეჯერი

ექსპორტის მენეჯერი

Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

თხილეულის ექსპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების მიმართულებით 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია გერმანული ან ჰოლანდიური ენის ცოდნა; ** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა; ძირითადი მოვალეობები: ** ექსპორტზე ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება და მიღებული შეკვეთების შესრულების მონიტორინგი; ** ლოჯისტიკის კონტროლი, შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა; ** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია; ** არსებულ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების ფორმირება არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის; ** ახალი პარტნიორების ძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა; ** პარტნიორებისგან კონტრაქტის შესაბამისად მუდმივი კომუნიკაცია; ** დოკუმენტაციების მომზადება, რაც დაკავშირებულია ექსპორტთან; ** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლიანობის გრძნობა; ** საქმისადმი სიყვარული ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პრეზენტაციების ჩატარებისა და წარდგენის უნარი; ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: საბურთალო, თბილისი ** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 ** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებმა გამოგზავნოთ ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!