TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექსპორტის მენეჯერი

ექსპორტის მენეჯერი

galaxy-worldwide-shipping Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

მიმართულება: მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და საერთაშორისო ტრანსპორტირება "Galaxy Worldwide Shipping" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტომობილების ექსპორტთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილად მართვაზე, საერთაშორისო გადაზიდვების კოორდინაციაზე, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლზე, ასევე პარტნიორ კომპანიებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ავტომობილების ექსპორტთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილი დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა; ** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, სიზუსტის გადამოწმება და შესაბამისი მოთხოვნების დაცვით წარმოება; ** ექსპორტის პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია ყველა ეტაპზე; ** ტერმინალებთან, საბაჟო ორგანოებთან, გადამზიდავ კომპანიებთან, ლოგისტიკურ პარტნიორებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემების სისტემური აღრიცხვა, დოკუმენტაციის მართვა და ანგარიშგების წარმოება; ** ექსპორტის პროცესში წარმოშობილი შეფერხებებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ** კომპანიის შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო პროცესების წარმართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ექსპორტის, ლოგისტიკის ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საექსპორტო დოკუმენტაციისა და პროცედურების კარგი ცოდნა; ** საბაჟო პროცედურების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოპერაციო პროცესების ცოდნა და მათი მართვის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ; ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** პროფესიული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ Galaxy Worldwide Shipping-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]