ექსპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
Job description
Georgian Logistic Group (GLG) 2013 წლიდან აწვდის საერთაშორისო გადაზიდვისა და საბროკერო სერვისებს არამარტო ქართულ ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. GLG აქვს 3 ოფისი საქართველოში და კარგად განვითარებული პარტნიორული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის გუნდი არის მეგობრული, შეკრული და ორიენტირებული ზრდასა და პროფესიონალიზმის გაღრმავებაზე. ვეძებთ ექსპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერს: ძირითადი მოვალეობები: საკონტეინერო გადაზიდვების (FCL) სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, ძირითადად ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით; საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია; კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის მიმდინარე სტატუსების მიწოდება; საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტაციის კონტროლი; პროცესში წამოჭრილი პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად და დამოუკიდებლად მოგვარება. მოთხოვნები: სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ძირითადად საკონტეინერო მიმართულებით); საზღვაო ხაზების მუშაობის პრინციპებისა და პროცედურების ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, etc...) პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით) დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე [email protected]