TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექთანი

ექთანი

Posted Jun 27, 2026 5 days ago apply by Jul 27, 2026

Job description

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" სტაციონარულ განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე. ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს. სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ლოკაცია: ქ.ქუთაისი , ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15 ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას; ** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს; ** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების მოვლა და მონიტორინგი; ** საჭირო წამლების პაციენტებისთვის დანიშნულ დროში მიწოდება, მათ შორის ინექციების, გადასხმების და მედიკამენტების სწორად მიღების კონტროლი; ** პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული პროცედურების დოკუმენტირება; ** სტერილურობის დაცვა და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** ექიმებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** ექთნად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; საჭირო უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** წესებისა და პროცედურების დაცვა; ** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. "ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!