TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექთნის თანაშემწე სამეანო-გინეკოლოგიაში

ექთნის თანაშემწე სამეანო-გინეკოლოგიაში

Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიაში ექთნის თანაშემწის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა; ძირითადი მოვალეობები: პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად; პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ექთნის თანაშემწე''. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.