TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ელ.კომერციის აგროვების სპეციალისტი

ელ.კომერციის აგროვების სპეციალისტი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 04, 2026 1 day ago apply by Aug 02, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას ელ.კომერციის აგროვების სპეციალისტი პოზიციაზე, თბილისში, დიდუბის ფილიალში კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გაწერილი რეალიზაციით გათვალისწინებული პროდუქციის აგროვებაში მონაწილეობა და პროცესის მაქსიმალურად სწრაფად წარმართვის უზრუნველყოფა; ნივთების გადამოწმებაში, გადაადგილებული პროდუქციის ნაშთზე აღებაში ან/გადაგზავნაში მონაწილეობა და პროცესის სტანდარტით დადგენილ ვადებში წარმართვის კონტროლი; გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის მიმართვის შემთხვევაში ნაშთების გადამოწმება და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გასაგზავნი გადაადგილებების სიის მიწოდება შესაბამისი სექციებისთვის, აგროვებისა და სტანდარტით გათვალისწინებულ ვადებში გაგზავნის კონტროლი; ელ. კომერციის მხარდაჭერის გუნდის მიერ, შეკვეთის საფუძველზე გაკეთებული გადაადგილების სტანდარტით გათვალისწინებულ ვადებში ნაშთზე ასახვის კონტროლი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრული ზოგადი განათლება; სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ორგანიზებული; კომუნიკაბელური; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.